ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი

08 ოქტომბერი 2025, 11:01 249 ნახვა

თბილისში, კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. მიზანი   ამ მიმართულებით, ცოდნის გაღრმავება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.  მონაწილეები ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს განიხილავენ.

ამერიკის შეერთებული შტატების „მეიოს“ კლინიკის წამყვანი ექსპერტები კი, დამსწრე სპეციალისტებს, ენდოკრინოლოგიის უახლეს მიღწევებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ფორუმი კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიებაში, 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი - ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები, ნეიროქირურგები და შინაგანი მედიცინის სპეციალისტები მონაწილეობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე