,,ვარდისფერი ოქტომბერი" ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა - კამპანიის მიზანია დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო გამოკვლევებს.
კამპანიის ფარგლებში ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ქალებს ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდათ.
გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა დროული სკრინინგის მნიშვნელობაზე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე