ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

10 ოქტომბერი 2025, 19:49 92 ნახვა

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ დღის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ან ემოციურ სირთულეს განიცდიან.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სრულად ფინანსდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის პარალეურად, ახორციელებს ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების და ფსიქიკური აშლილობის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამებს.

უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში, 4 საცხოვრისში, 24 საათიანი სერვისი მიეწოდება 150-მდე ბენეფიციარს, ბიუჯეტიდან გამოყოფილია 4 მილიონ 263 200 ლარი.

უწყებისვე ინფორმაციით, თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა პირველ მოადგილესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან ერთად მცირე ტიპის საცხოვრისში სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარები მოინახულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე