ქვეყანა მესამე ტალღის ზღვარზეა, ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, სპეციალისტები კი გამოსავლად მხოლოდ ვაქცინაციას ასახელებენ. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი 900-მდე შემთხვევა დადასტურდა, გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი აჭარაშიც. იხურება კიდევ სამი სკოლა, მათ შორის ბათუმში მასტერკლასი, ქობულეთის პირველი და მუხაესტატეს სკოლები. მოსწავლეები ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადადიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა, ბაღები და სკოლები არ დაიხურება.