უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები მიმდინარე კვირაში სამმხრივ ფორმატში შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საშუალებები ავრცელებენ.
დღის წესრიგის მთავარი თემა დონბასში ვითარების გამწვავება და ამ მხრივ მხარეთა პოზიციების კოორდინაცია იქნება. სამი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების გამართვის ზუსტი თარიღი და დრო ჯერჯერობით უცნობია.
30 მარტს ანგელა მერკელს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის დროს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა რუსეთს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სტაბილიზაციის ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდეს.