კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლა დროებით დაიხურა. ვირუსი დაუდასტურდა ტექნიკური სამსახურის თანამშრომელს. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
კოვიდის შემთხვევები გამოვლინდა ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში. ტესტირების შემდეგ კოვიდი დაუდასტურდა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. ინფიცირებულები არიან მათი ოჯახის წევრები.
სოფელ მუხაესტატეს სკოლის მეცხრე კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა .
ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე აცხადებს, რომ ხვალიდან მუნიციპალიტეტის 46-საჯარო და 3-კერძო სკოლაში სავალდებულო ტესტირება ჩატარდება.