გერმანიის წამყვანმა კლინიკებმა ,,ასტრაზენეკით'' ვაქცინაცია შეაჩერეს

30 მარტი 2021, 17:42 1614 ნახვა

ბერლინის სახელმწიფო კლინიკებმა ,,შარიტემ'' და ,,ვივანტესმა''  ,,ასტრაზენეკის'' პრეპარატით  55 წლამდე ასაკის ქალების ვაქცინაცია   შეაჩერეს.  ,,შარიტეს'' კლინიკაში 19 ათასი, ,,ვივანტესში''- კი 17 ათასი ადამიანი მუშაობს.  ,,შარიტეს'' თანამშრომელთა ორი მესამედია უკვე აცრილი.  წლის დასაწყისიდან ორივე კლინიკაში სამედიცინო პერსონალი და კოვიდის განყოფილებების ექიმები ,,ბიონტეკის'' ვაქცინით აიცრნენ.

რამდენიმე კვირის წინ  ,,ასტრაზენეკის'' პრეპარატით  სხვა განყოფილებების პერსონალის აცრა დაიწყო. 

ჯერ უცნობია,  მიიღებენ თუ არა ,,ასტრაზენეკის'' მეორე დოზას ისინი, ვინც უკვე პირველი დოზა მიიღო. 

მანამდე გერმანიის  ჩრდილოეთ რაინ-ვესფალიის მიწაზე 47 წლის ქალი ,,ასტრაზენეკის'' ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბოზით გარდაიცვალა, ასევე თრომბოზი განუვითარდა მეორე ქალსაც. ახლა იგი მკურნალობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში