თურქეთში მოსახლეობის ვაქცინაცია ზაფხულისთვის დასრულდება

26 მარტი 2021, 17:37 1508 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდორანის განცხადებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ივნისში დასრულდება. „იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაციის პროცესი მაისს-ივნისში დასრულდება და ზაფხულისთვის საბოლოოდ შევძლებთ დავუბრუნდეთ  ნორმალურ  ცხოვრებას“  - განაცხადა ერდოღანმა. 

თურქეთის ლიდერის თქმით,   ქვეყანამ  შეთანხმებას მიაღწია ჩინური  ვაქცინის 100 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ რომლის ნახევარი თურქეთისთვის ჯერ არ მიუწოდებიათ.  

ერდოღანის თქმით, თურქეთი ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით  მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთანაც, მართვას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში