სულ ცოტა 32 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი სოჰაგის პროვინციიდან ჩრდილოეთით მოხდა. ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 66 ადამიანი. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ეგვიპტეში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მსხვილი სარკინიგზო ქსელია და ხშირია მსგავსი ინციდენტები, რომლებიც მსხვერპლით სრულდება.