მიანმარში საპროტესტო აქციების 300-ზე მეტი მონაწილე მოკლეს

26 მარტი 2021, 14:07 757 ნახვა

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.  აქციებზე მოკლული ადამიანების 25%-ს სასიკვდილო ჭრილობა თავში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამ სტატისტიკას ადგილობრივი მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციები ავრცელებენ.

მიანმარში პირველ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. სამთავრობო ძალები დემონსტრაციებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არბევენ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიანმარის გადატრიალების ლიდერებს სანქციები დაუწესეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი