ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება. ქვეყანაში ევროპის საბჭოს პარლამენტის პირად წარმომადგენელს უკვე მეორედ ელოდებიან.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის სენატში მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია გაუგებრობაშია და მათ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან.