ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომა 30 ოქტომბერს ჩაინიშნა. მათი შემადგენლობა მოქმედისგან რაოდენობრივად განსხვავებული იქნება. შეიცვალა როგორც მაჟორიტარების ისე, პროპორციული სისტემით არჩეული წევრების რაოდენობა.
ბათუმის ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულო 35 წევრიანია, ახალ მოწვევაში კი 25 წევრი იქნება. მაჟორიტართა რაოდენობა 7-დან ათამდე გაიზარდა. ხოლო პროპორციული სისტემით არჩეული 28 წევრის ნაცვლად იქნება - 15.
ცვლილებებია სხვა საკრებულოების შემადგენლობებშიც. საარჩევნო ოლქებში განმარტავენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები საარჩევნო კოდექსის 2017 წლის რედაქციით ჩატარდა და ისევ ძველი რაოდენობა დაბრუნდა.
როგორც ამბობენ განსხვავებული მხოლოდ მოქმედი მოწვევა იყო, რაც საარჩევნო ცვლილებებმა და მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებამ გამოიწვია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე