ევროკავშირის გაფართოების ანგარიში-  პოლიტიკური შეფასებები

05 ნოემბერი 2025, 11:59 138 ნახვა

ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ანტიევროპული პოლიტიკის შედეგად საქართველოს ევროკავშირში მომავალი აღარ აქვს. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა კონკრეტულ ევროპარლამენტარებზეა არ გადის და ეს არის ღირებულებები, რის გამოც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიისწრაფვის.
ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება შემაშფოთებელს უწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ ნაბიჯებსა და განცხადებებს. რაც უწყების შეფასებით, „გამიზნულია საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე და ეწინააღმდეგება როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სულისკვეთებას, ისე საერთო ინტერესებს”.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა, მასში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია.  ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე