,, ლელო ძლიერო საქართველოს’’ ლიდერი ირაკლი კუპრაძე პრემიერ მინისტრს ,,იგლ ჰილსის’’ პროექტთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას სთხოვს.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, არ არსებობს განაშენიანების გეგმა, გარემოს დაცვის რეგულირების შესახებ გადაწყვეტილებები, მაშინ როცა არსებული ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობის პროცესში გაყიდვები უკვე დაწყებულია.
,,ლელო ძლიერო საქართველოს’’ განცხადებას, გამოხმაურება მოჰყვა ,,ქართულ ოცნებაში’’. გია ვოსლკის თქმით,არაფერია დაფარული, გარდა იმისა თუ ვის რამდენი პროცენტი ეკუთვნის შემოსავლის ნაწილში.
აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს საბიუჯეტო შემოსავალი პროექტის განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება.
