ვალტონენის რუსთაველის გამზირზე მისვლას აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ დაგვანახა, რომ მისთვის არაფერს ნიშნავს ქართული სახელმწიფო, ქართული ოცნების გენერალური მდივნის შეფასებით კი აქციის მონაწილეებთან ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ მოენახულებინა საკუთარი შვილები.
თემა ფასდება ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც.
სწორედ რუსთაველის გამზირზე მისვლის გამო გააუქმა ირაკლი კობახიძემ დაგეგმილი შეხვედრა, რასაც არ ადასტურებს თავად ელინა ვალტონენი. მისი თქმით შეხვედრის გადადების მიზეზი გრაფიკში ცვლილება იყო და თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფინეთში იწვევს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე