ვენეციის კომისიის რეკომენდაცია - შეფასებები

16 ოქტომბერი 2025, 14:12 83 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეაფასა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან ამ კანონის მოქმედება კანონის უზენაესობას უქმნის საფრთხეს.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისია იქცა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დასკვნების შემადგენელად. მისი თქმით, ვენეციის კომისიას ჰქონდა მკაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და უკვე რამდენიმე წელია, ყველა ხედავს, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონზე, "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრება გუშინ გამოაქვეყნა.

კერძოდ, საუბარია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, მაუწყებლობის შესახებ კანონზე და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონზე.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვენეციის კომისიამ კანონები სისტემური მიდგომით გააანალიზა, რადგან, როგორც აღინიშნება, ყველა მათგანი მიზნად ისახავს არასათანადო უცხოური გავლენის თავიდან აცილებას. ქართულ FARA-სთან დაკავშირებით ვენეციის კომისია უთითებს, რომ სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ გარკვევადობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში