პიტერ ფიშერის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

27 ნოემბერი 2025, 14:50 90 ნახვა

მეორე დღეა ქართველი პოლიტიკოსების შეფასებების საგანია გერმანიის ელჩის განცხადება, რომელმაც „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს არსებული კურსის გამო, არც გერმანია და არც ევროკავშირი გაფართოების საკითხზე აღარ მუშაობს.

ელჩის თქმით, არავის აძალებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყნებს იწვევენ.

ამ განცხადებას სამწუხაროს უწოდებენ გიორგი გახარიას პარტიაში, თუმცა აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.

ქართული ოცნების წევრების შეფასებით კი, იმის გამო, რომ საქართველომ ევროკავშირის უხამსი მოთხოვნები არ შეასრულა, ქვეყანა შანტაჟის ობიექტი გახადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი