პარლამენტი კონკრეტული პარტიებისა და პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებაზე იმსჯელებს. საკითხზე დეპუტატები დაჩქარებული წესით მუშაობენ.
საუბარია ცვლილებებზე, რომელშიც, ჯამში, 4 კანონში შედის და ის კონკრეტულ პირებს პარტიულ საქმიანობას, პოლიტიკური თანამდებობის დაკავებასა და პასიურ საარჩევნო უფლებას უკრძალავს.
საკითხს დღეს მეორე და მესამე მოსმენით კენჭს უყრიან.
ამასთანავე მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა სარჩელი რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე