ცვლილებები აქციებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში

16 ოქტომბერი 2025, 14:09 104 ნახვა

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაძლოა, არასრულწლოვანი პირებიც მოექცნენ. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანებზე სისხლის სამართლებრივი ჯარიმა, პასუხისმგებლობა გამასწორებელი სამუშაოთი - 1 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთა - ასევე, 1 წლამდე ვადით იქნება გათვალისწინებული. ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში გადამუშავდა.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა არჩილ გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ეს არის პრევენცია, რათა არასრულწლოვანების უკანონო შეკრება- მანიფესტაციების მოწყობაში ჩართვა არ მოხდეს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ცვლილებებს, რომლის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში