პუტინი დახურულ კარს მიღმა აიცრა

24 მარტი 2021, 17:46 1035 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით  აიცრა.

კონკრეტულად რომელ ვაქცინას მიანიჭა პუტინმა უპირატესობა იცის მხოლოდ თვითონ და მისმა ექიმმა.  პესკოვის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. 

მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ  პუტინი საჯაროდ აცრას არ აპირებდა, რადგან მას ეს არ მოსწონს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში