სომხეთში სამხედრო მდგომარეობა შესაძლოა ხვალიდან გაუქმდეს

23 მარტი 2021, 17:02 905 ნახვა

ხვალ  სომხეთში სამხედრო მდგომარეობას გააუქმებენ. ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობა ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ ოთხშაბათს პარლამენტის მორიგ სხდომაზე  მხარს დაუჭერს  ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გაუქმებას,  რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყების  გამო 2020 წლის სექტემბრის ბოლოს გამოცხადდა - აცხადებს არარატ მირზოიანი.

ოპოზიციური პარტიებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შემდეგ,  ქვეყნის ხელისუფლება უარს ამბობდა სამხედრო მდგომარეობის გაუქმებაზე პოლიტიკური მოტივებით. 

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ფაშინიანის გუნდი შიშობდა, რომ სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ოპოზიციური ფრაქციები პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში