ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნები

19 მარტი 2021, 17:07 948 ნახვა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური, – ამის შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს დირექტორმა  ემერ კუკმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. კუკმა   ვაქცინის შესაძლო გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგებზე ისაუბრა.“

ამ ვაქცინის  სარგებელი   „კოვიდ-19“-ისგან დაცვაში  მის შესაძლო რისკებს  აღემატება. კომიტეტმა დაადგინა, რომ ვაქცინა არ არის დაკავშირებული თრომბოემბოლიური მოვლენების რისკის ზრდასთან“ – განაცხადა ემერ კუკმა. მისი თქმით, სპეციალისტებმა  საბოლოოდ მაინც ვერ გამორიცხეს  სისხლის შედედების  სერიოზულ შემთხვვევებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი.

ამის გამო, კომიტეტი ამ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდას რეკომენდირებს. დღეიდან ევროპის რიგმა ქვეყანამ, სადაც ასტრაზენეკით ვაქცინაცია შეჩერებული იყო, ამ პრეპარატით მოსახლეობის იმუნიზაცია განაახლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი