თურქეთი ავღანეთის სამშვიდობო პროცესში ერთვება

12 მარტი 2021, 17:45 894 ნახვა

თურქეთი  ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლებს. შეხვედრა აპრილში სტამბოლშია ჩანიშნული.  ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

ანკარა ავღანეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.

ჩავუშოღლუ ამბობს, რომ  ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა და "თალიბების" წარმომადგენლებმა თურქეთს შუამავლობის თხოვნით მიმართეს.  "ეს შეხვედრა ყატარის პროცესის ალტერნატივას არ წარმოადგენს. ეს მისი დამატება იქნება", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მინისტრის თქმით,  მოლაპარაკებები ყატართან კოორდინაციაში, თუმცა თურქეთში გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი