დანიამ, ლატვიამ და ავსტრიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს

11 მარტი 2021, 17:47 6673 ნახვა

დანიამ  კომპანია ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერა.  ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა თავის ტვიტერის  ექაუნთზე დაწერა.  გადაწყვეტილება სიფრთხილის გამო მას შემდეგ მიიღეს, რაც ადრე აცრილ პაციენტებს თრომბოზი ჩამოუყალიბდათ.  მათგან ერთი გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ წამლების ევროპულმა სააგენტომ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოძიება დაიწყო. ვაქცინაციასა და დაავადებას შორის კავშირი ჯერ არ დაუდგენიათ - აცხადებენ უწყებაში.

ამ ვაქცინის გამოყენება მანამდე ლატვიამაც შეაჩერა პაციენტის გარდაცვალების გამო. 7 მარტს ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ  ერთი ადამიანის გარდაცვალების და მეორის დაავადების შემთხვევების გამოძიების დასრულებამდე ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენებას აჩერებს.

ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება  ევროკავშირმა ბლოკის ქვეყნებში იანვრის ბოლოს დაუშვა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი