მოლდოვა პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით კოვიდ 19-ის ვაქცინები მიიღო, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, ვაქცინის პირველი 14 ათას 400 დოზა ქვეყანაში გუშინ ჩაიტანეს.
მაია სანდუ მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობას უხდის ევროკავშირის ქვეყნებს, ევროკომისიას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 111 ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის 280 მილიონი ადამიანია ვაქცინირებული.