მერკელი კოვიდპასპორტის მომხრეა

26 თებერვალი 2021, 17:39 1102 ნახვა

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, ზაფხულამდე გახდება. მისივე თქმით, სერთიფიკატების შექმნა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობის უფლება მხოლოდ ამ სერთიფიკატების მფლობელებს ექნებათ.

ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ციფრული ე.წ. „კოვიდპასპორტების“ გაცემა ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე საათის წინ გამართულ ვირტუალურ სამიტზე განიხილეს.

საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია, რომლებიც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები არიან, მიიჩნევენ, რომ ამგვარი სქემა ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლას, რაც მათ დაეხმარება, თავიდან აიცილონ შარშანდელი კატასტროფული სეზონის განმეორება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი