სოჭში პუტინი და ლუკაშენკო მოლაპარაკებებს მართავენ

22 თებერვალი 2021, 17:24 887 ნახვა

სოჭში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. ვლადიმირ   პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო  ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.

კრემლის ოფიციალური განცხადებით, საუბარი შეეხება ერთობლივ რეაგირებას არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების სფეროში, ურთიერთმოქმედებას ინტეგრაციულ სტრუქტურებში.  მოლაპარაკებების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით რეგლამენტი განსაზღვრული  არ არის.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი