NASA-ს მარსმავალი წითელ პლანეტაზე დაჯდა

19 თებერვალი 2021, 13:28 1031 ნახვა

თითქმის 500 მილიონ კილომეტრიანი მოგზაურობის შემდეგ, NASA-ს ახალი მარსმავალი "პერსევერანსი" წითელ პლანეტაზე დაჯდა. ხომალდმა დედამიწა 2020 წლის 30 ივლისს დატოვა, როდესაც ჩვენს პლანეტაზე კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა. "პერსევერანსი" ამჟამად ეზეროს კრატერში იმყოფება, სადაც ის უძველესი, პრიმიტიული სიცოცხლის კვალს მოძებნის. იმის მიუხედავად, რომ დღეისათვის მარსის ზედაპირი ცივი უდაბნოა, NASA-ს წინა მისიებიდან მეცნიერებმა იციან, რომ წითელ პლანეტაზე ერთ დროს წყალი არსებობდა და ზედაპირზე საკმაოდ თბილი გარემო იყო, რაც შეიძლება ხელსაყრელიც ყოფილიყო მიკრობული სიცოცხლისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი