TikTok-ს მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

16 თებერვალი 2021, 18:54 723 ნახვა

ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაცია ტიკ ტოკს მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.  ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში ტიკ-ტოკი ერთ-ეთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი გახდა უმთავრესად ბავშვებში. იგი არ უზრუნველყოფს სათანადო დონეზე არასრულწლოვანთა დაცვას საშიში კონტენტისგან, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კი შეცდომაშიც შეყავს აცხადებენ ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაციაში. ამას გარდა,  მომხმარებლების უფლებადამცველები საავტორო უფლებების უსამართლო პოლიტიკაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ტიკ-ტოკი უპირობო უფლებას იტოვებს ავტორის მიერ ჩაწერილი ვიდეოების  გამოყენებასა და გავრცელებაზე  რაიმე ანაზღაურების გაცემის გარეშე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი