ნავალნის სასამართლო პროცესი დროებით შეწყდა

05 თებერვალი 2021, 17:08 1380 ნახვა

მოსკოვის ბაბუშკინსკის სასამართლოში  ალექსეი ნავალნის  საქმის განხილვა  იმის გამო შეწყდა, რომ ვეტერანმა იგნატ არტემენკომ თავი ცუდად იგრძნო.  95 წლის ვეტერანმა, რომელიც სასამართლოში ვიდეოკავშირით ერთვებოდა, მისი დაკითხვის შეწყვეტა მოითხოვა. 

ნავალნის დაცვის მხარე  დაკითხვის დასრულების და გამომძიებლების მიერ  არტემენკოს დაკითხვის ოქმის გამოქვეყნების  წინააღმდეგ გამოვიდა სასამართლო გარჩევის ფარგლებში წერილობითი მასალის გამოყენების არაკორექტულობის გამო. ,,მას ჩვენ წინაშე  ფურცელი მისცეს.  სამი წინადადების  წაკითხვა შეძლო მხოლოდ. 

თქვენ ჯოჯოხეთში დაიწვებით იმის გამო, რომ   მოწმედ გამოიყვანეთ   95 წლის მოხუცებული, რომელსაც ამ საქმის არაფერი გაეგება და ამის ლაპარაკს აიძულებთ“. ამ სიტყვებით ნავალნიმ   სახელმწიფო ბრალდებას მიმართა. 

მანამდე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ნავალნისგან ცილისწამებისთვის  საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში