იტალიაში მოსახლეობის ვაქცინაცია პრეპარატების მოწოდების მხრივ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა

01 თებერვალი 2021, 17:42 879 ნახვა

იტალიაში მოსახლეობის ვაქცინაცია პრეპარატების მოწოდების მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.  ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ქვეყანაში მიწოდებული ვაქცინების რაოდენობა 60 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე მანამდე იყო შეთანხმებული. 

იანვრის ბოლო კვირას  ამერიკულმა კომპანია ფაიზერმა იტალიაში ვაქცინის მიწოდება ჯერ 29 პროცენტით, შემდგომ კი 20 პროცენტით შეამცირა. იტალიას პრობლემები შეექმნა ასევე კომპანია ასტრაზენეკას ვაქცინასთან  დაკავშირებითაც. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში