ციტრუსს ვერ ვყიდით და მისი გადაყრა მოგვიწევს - აქცია ქობულეთში 

12 იანვარი 2021, 13:12 1120 ნახვა

ქობულეთში, ხალა-გორგაძეების თემში მცხოვრებმა მოსახლეობამ რამდენიმე წუთით საავტომობილო გზა გადაკეტა. მოქალაქეები ამბობენ რომ, ციტრუსის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. თუ დროულად ვერ ჩააბარებენ ციტრუსი დალპება და გადაყრა მოუწევთ.

ადგილობრივები ასევე სოფლების გაზიფიცირებასაც ითხოვენ. 

''ბუნებრივი აირის მთავარი ცენტრალური მილები გაყვანილია, თუმცა მოსახლეობას არ მოგვეწოდება. მიზეზად კი დასახელდა, რომ მილები ამორტიზებულია . წინასაარჩევნოდ გაზის ჩართვას დაგვპირდნენ, თუმცა არაფერი შეცვლილა'' - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

აქციაზე ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებიც იმყოფებიან. 

აჭარის მაუწყებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა და კომენტარს მოგვიანებით შემოგტავაზებთ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი