ვის რამდენით და როდის გაუძვირდება დენი

29 დეკემბერი 2020, 20:02 1219 ნახვა

ენერგო კომპანიების მოთხოვნით, დენის საფასური გაძვირდა, თუმცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მოსახლეობა ამას ვერ იგრძნობს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფები, რომელიც რეგიონებს ემსახურება მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით) ასეთი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი – ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი – ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ამ შემთხვევაში ტარიფი საშუალოდ, 11 თეთრით გაიზარდა და კომპანია „თელასის“ ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა.

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

მოსახლეობასთან ერთად, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება, დაახლოებით 11 თეთრით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი