პროტესტი ერევნის ცენტრში 

24 დეკემბერი 2020, 17:03 1060 ნახვა
00:00
00:00

საპროტესტო აქციების ასობით მონაწილემ ერევნის ცენტრში  ქუჩები  გადაკეტა. დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და  იმ მინისტრების, რომლებიც მანამდე მთავრობის სხდომაში მონაწილეობდნენ,  კორტეჟის მოძრაობის შეფერხება სცადეს. მრავალრიცხოვანი პოლიცია  გზის  სავალი ნაწილის დემონსტრანტებისგან გაწმენდას  ცდილობდა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. არიან დაშავებულებიც.  

ოპოზიცია მხარდამჭერებს მთავრობის სახლის ყველა მხრიდან ბლოკირებისკენ მოუწოდებს.  დღეს ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.  ოპოზიცია პრემიერის გადადგომას მოითხოვს და მას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში