ბაიდენის გადაწყვეტილება

04 დეკემბერი 2020, 17:34 1125 ნახვა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს პირბადეების 100 დღით ტარებას სთხოვს, რაც, მისი აზრით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ბაიდენი  გეგმავს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამთავრობო შენობებში, ასევე  სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

ჯო ბაიდენი მზად არის  ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს იმისთვის, რომ საზოგადოებაში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარება შეამციროს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი