დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ვაქცინაციას წლის ბოლომდე დაიწყებენ, როგორც ცნობილი ხდება ვაქცინა 95%-იან ეფექტიანობის დონეზეა და პირველჯერზე რისკ-ჯგუფები აიცრებიან, გაზაფხულზე კი მასიური ვაქცინაცია დაიწყება.
ამ ფონზე ინტერპოლი აფრთხილებს ევროპის მოსახლეობას, რომ ყურადღებით იყონ, რადგან შესაძლოა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ე.წ. ფეიკ-ვაქცინის გავრცელება სცადონ, მსოფლიოში კი მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.