საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს

27 ნოემბერი 2020, 14:25 1127 ნახვა

საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას აღიაროს მთიანი ყარაბაღი.

„საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. ჩვენ არ ვაღიარებთ მთიან ყარაბაღს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის სენატის რეზოლუცია დაგმეს ბაქოსა და ანკარაში. აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი  დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. აზერბაიჯანის პარლამენტმა კი მთავრობას საფრანგეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი