''შემოდგომის ერთა თასი“ - ბორჯღალოსნები ინგლისის წინააღმდეგ

14 ნოემბერი 2020, 20:23 786 ნახვა

შემოდგომის ერთა თასის“ პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს ეთამაშება. ამ წუთებში ანგარიში 33- 0 ინგლისის სასარგებლოდ.  მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შოტლანდიის გუნდთან გამართული ტესტ - მატჩისგან განსხვავებით, შემადგენლობაში რვა ცვლილება შეიტანა. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ახალგაზრდა მორაგბე სანდრო სვანიძეს აქვს.  

საქართველოს ნაკრები 8 ერის ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს, ისტორიული გადაწყვეტილება  შემოდგომის ერთა თასის 2020 წლის გათამაშებაში ბოლოს მიიღეს, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბორჯღალოსნები ''ა'' ჯგუფში ასპარეზობენ, სადაც ჩვენი მეტოქეები ინგლისის გარდა  ირლანდიის და უელსის ნაკრებები არიან.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში