ალიევი სომხეთისგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას მოითხოვს

11 ნოემბერი 2020, 17:45 918 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა  სამხედროებთან შეხვედრაზე ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ განაცხადა. სამამულო ომი დასრულდა - განაცხადა ქვეყნის ლიდერმა საავადმყოფოში დაშავებული სამხედროების მონახულებისას. 

ალიევის თქმით, ბაქო აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადასული ტერიტორიებისთვის მიყენებული ზარალის შესაფასებლად საერთაშორისო ექსპერტებს მოიწვევს და კომპენსაციას საერთაშორისო სასამართლოს გზით მოითხოვს. 

ალიევმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე კომპენსაციას გადაიხდის.  გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დანგრეულია შენობათა 99 პროცენტი. ეს არის საცხოვრებელი სახლები, სკოლები, ისტორიული ძეგლები, ჩვენი წინაპრების საფლავები და მეჩეთები. ეს არის ვანდალიზმი და სამხედრო დანაშაული - განაცხადა ალიევმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში