საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

05 ნოემბერი 2020, 20:00 1386 ნახვა

აშშ-ში ხმების დათვლა მეორე დღეა გრძელდება, ხმის მიმცემთა კოლეგიის ნაწილმა უკვე დააფიქსირა თავისი აზრი და ჯერჯერობით ბაიდენი ლიდერობს, თუმცა დარჩენილია კიდევ 98 ხმა, რამაც შეიძლება სიტუაცია კარდინალურად შეცვალოს. როდის იქნება საბოლოო შედეგები, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ არჩევნების დღემდე- წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა, ასე რომ ფოსტით მიცემული ხმების დათვლას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რაც შეეხება კანდიდატებს, ორივე თვლის, რომ გამარჯვება მათ დარჩებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში