აშშ-ში ამომრჩეველთა ხმების დათვლა პროტესტების ფონზე მიმდინარეობს

05 ნოემბერი 2020, 17:27 939 ნახვა

აშშ-ში ამომრჩეველთა ხმების დათვლა დასასრულს უახლოვდება.  პროცესი სკანდალების, ამომრჩეველთა ხმების გაყალბების  ბრალდებების და საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.  პოლიცია არეულობების აღკვეთას ცდილობს. 

ბოლო მონაცემებით,  პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი საჭირო 270-დან მხოლოდ   214-ი.   რამდენიმე საკვანძო შტატი, მათ შორის პენსილვანია, ჯორჯია, არიზონა ხმების დათვლის შედეგად გადამწყვეტ როლს ითამაშებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე.  

ქვეყანაში ჯერ კიდევ 100 მილიონზე მეტი ამომრჩევლის მიერ  ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა არ დასრულებულა.

ტრამპის წარმომადგენლებმა სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით შეჩერდეს ხმების დათვლა მიჩიგანსა და პენსილვანიაში. მოქმედი პრეზიდენტის  შტაბი ფილადელფიაში მასობრივი დარღვევების შესახებ საუბრობს და  ვისკონსინის, არიზონისა და ნევადის შტატების შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი