აშშ-ის ქალაქებში საპროტესტო აქციები არეულობებში გადაიზარდა

05 ნოემბერი 2020, 14:47 715 ნახვა

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში  საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები ხმების დათვლის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას მოითხოვდნენ. ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში ეროვნული გვარდიის დანაყოფების ჩართვა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა.  

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს. მინეაპოლისში კი 200-მდე დემონსტრანტმა მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა, რის გამოც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ჩიკაგოში. დეტროიტსა და ფენიქსში კი მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები საარჩევნო უბანთან შეიკრიბნენ და ხმების დათვლის შეჩერება მოითხოვეს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში