დღეს ცესკოსა და უსკოში პოლიტიკური პარტიების მხრიდან სიების წარდგენის ბოლო დღეა. პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც არჩევნებშ მონაწილეობა სურთ, საარჩევნო სიები 18 საათამდე უნდა წარადგინონ.
მანამდე კი უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სხდომა ტარდება, რომელზეც ოლქებში უსკოს წარმომადგენლების არჩევის საკითხი განიხილება, დღევანდელ დღის წესრიგშია სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხიც.