კორონავირუსზე კვლევები ბათუმში ბაზრობებზე დასაქმებულებსაც ჩაუტარდებათ,თუმცა როდის ჯერ არ იციან. დღეიდან ტესტირება დაიწყო ე.წ ელიავას ბაზრობაზე. კოვიდ-19-ზე „პისიარ“ ტესტი ბაზრობის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება.
ხარჯებს ადმინისტრაცია ფარავს. ეპიდემიოლოგებისთვის ორი ოთახია გამოყოფილი, ახალ კორონავირუსზე დღის განმავლობაში დაგეგმილია 500-მდე ნიმუშის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.