ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ქედაში

04 ივლისი 2020, 20:20 15360 ნახვა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ქედის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ამ დრომდე უტარდებათ კვლევები.

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო-სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში