შუახევი-დაბაძველის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციას საჭიროებს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ირწმუნება რომ ხიდი, რომელიც სამ სოფელს დაბაძველს, კლდისუბანსა და ბესელაშვილებს ცენტრალურ მაგისტრალთან აკავშირებს საფრთხის შემცველია. მისი ინფორმაციით, ხიდზე გაჩენილ ნაპრალებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დროდადრო ქვიშით ავსებს, რაც ყოველი გაწვიმებისას წყალს მიაქვს.
პრეტენზიებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში პასუხობენ. უწყების ინფორმაციით, სპეციალური გეოლოგიური დათვალიერების შედეგად დადასტურდა, რომ ხიდზე ავტომობილებისა და ქვეითების გადაადგილება საფრთხეს არ წარმოადგენს.