მაღალმთიანი აჭარა ბუნებრივი აირის მოლოდინში

12 ივნისი 2020, 20:30 930 ნახვა

გაზიფიცირების პრობლემა მაღალმთიან აჭარაში, ოჯახების ნაწილს, შეშის ან თხევადი გაზის შესაძენად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, გაზიფიცირების პროცესს ელოდებიან კომერციული ობიექტებიც, მათთვის ენერგორესურსებით მომარაგება კიდევ უფრო ძვირი ჯდება. კომპანიაში რომელიც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებაზე მუშაობს, აცხადებენ, რომ მიმდინარეობს პროექტის მეორე ეტაპი და მაღალი წნევის გაზსადენი უკვე გაყვანილია დაბა ხულომდე და სრული გაზიფიცირება ეტაპობრივად მოხდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში