მაჭახლის ხეობაში ელექტრო მწყემსს ამონტაჟებენ

10 ივნისი 2020, 14:54 3464 ნახვა

მაჭახლის ხეობაში ელექტრო მწყემსის მონტაჟს იწყებენ. დანადგარი და ასევე, ყველა ის საჭირო ინვენტარი,  რაც მონტაჟისთვის  აუცილებელია მოსახლეობამ დღეს მიიღო. 15 დღის ვადაში ადგილობრივებმა მიწის ნაკვეთები უნდა შემოღობონ, ამის შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯპს სისტემს’’  აპარატურას დაამონტაჟებს.

ელექტრო მწყემსი მზის ენერგიით იმუხტება, შესაბამისად ელექტრო ენერგიის ხარჯი მოსახლეობას არ ექნება.  43 ბენეფიციარისთვის გათვლილი, პროექტის ღირებულება 75 ათასი ლარია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში