რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

18 ოქტომბერი 2025, 21:54 133 ნახვა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც საავტომობილო გზა გადაკეტილი ჰქონდათ, შსს-ს გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, სავალი ნაწილი გაათავისუფლეს. 

რუსთაველის გამზირზე ამ დროისათვის აქცია გრძელდება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, 2025 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში