კლასიკური მუსიკის მე-18 ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“

09 ნოემბერი 2025, 19:43 148 ნახვა

ბათუმი მე-18 კლასიკური მუსიკის ფესტივალს „მომავლის ვარსკვლავებს“ მასპინძლობს. მისი ორგანიზატორი საქართველოს ხელოვანთა კავშირია.

ფესტივალის ყოველწლიურ მუსიკალურ კვირეულში – „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ – მონაწილეობენ ახალგაზრდა ვირტუოზი მუსიკოსები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.

კონცერტები ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში დღეს დაიწყო. პირველ დღეს მსმენელმა სიმფონიურ ორკესტრს მოუსმინა, ხოლო 10 ნოემბერს – გალა-კონცერტია ჩანიშნული.

11 ნოემბერს, ჩატარდება მასტერკლასები მოწვეული პროფესორების ხელმძღვანელობით - ფორტეპიანოს, საესტრადო და კლასიკური ვოკალის მიმართულებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე